ავღანეთში გაანთავისუფლეს გერმანელი ჟურნალისტი

ავღანეთში გაანთავისუფლეს გერმანელი ჟურნალისტი
ავღანეთში გაანთავისუფლეს გერმანელი ჟურნალისტი
და მისი ავღანელი თარჯიმანი, რომლებიც დღეს დილას თალიბებმა შეიპყრეს. ჟურნალისტისა და მისი თარჯიმნის განთავისუფლების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა აღმოსავლეთ ავღანეთის პროვინცია ყუნარის გუბერნატორმა შალიზაი დიდარიმ. მისივე თქმით, მძევლების განთავისუფლებას მიაღწიეს სოფელ სანგარის უხუცესებისა და "სხვა გავლენიანი პირების" შუამავლობის მეშვეობით.