ჩინეთის ცენტრალურ პროვინცია ჰენანში 70

ჩინეთის ცენტრალურ პროვინცია ჰენანში 70 მაღაროელი აღმოჩნდა მიწისქვეშ ჩაკეტილი
ჩინეთის ცენტრალურ პროვინცია ჰენანში 70 მაღაროელი აღმოჩნდა მიწისქვეშ ჩაკეტილი
წყალდიდობის გამო. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მოხერხდა თუ არა ვინმეს გადარჩენა. სააგენტო სინხუას ცნობით, მაღარო, რომელშიც მოხდა ავარია, 1958 წელს აშენებული სახელმწიფო საწარმოა. ჩინეთის მაღაროები მსოფლიოში ყველაზე სახიფათოდ ითვლება. მარტო ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს 4700 მაღაროელი დაიღუპა.