ამერიკის შტატ მინესოტაში მდინარე მისისიპიზე

ამერიკის შტატ მინესოტაში მდინარე მისისიპიზე გადებული ხიდის ჩანგრევის შედეგად, სულ ცოტა, 9 ადამიანი დაიღუპა.
ამერიკის შტატ მინესოტაში მდინარე მისისიპიზე გადებული ხიდის ჩანგრევის შედეგად, სულ ცოტა, 9 ადამიანი დაიღუპა.
მსხვერპლის რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს – ძებნის ოპერაცია გრძელდება. ტრაგედიის მომენტში, სულ ცოტა, 50 ავტომანქანა იმყოფებოდა. საავადმყოფოებში მოთავსებულია 60 ადამიანი. კატასტროფა ოთხშაბათს საღამოს, პიკის საათის დროს მოხდა. ათეულობით ადამიანი ბეტონის კონსტრუქციასთან ერთად მდინარეში ჩაცვივდა. ხიდის ჩანგრევის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.