ადამიანის უფლებათა დამცველი რგანიზაცია "რეპორტიორები

ადამიანის უფლებათა დამცველი რგანიზაცია "რეპორტიორები უსაზღვრებოდ"
ადამიანის უფლებათა დამცველი რგანიზაცია "რეპორტიორები უსაზღვრებოდ"
მოუწოდებს ირანის ხელისუფლებას გაათავისუფლოს ჟურნალისტი სოხეილ ასეფი, რომელიც თეირანში 4 აგვისტოს დააკავეს. 7 აგვისტოს უფლებათა დამცველებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს. ჟურნალისტის ადგილსამყოფელის შესახებ არაფერია ცნობილი არც მისი ოჯახისთვის და არც – ადვოკატისთვის. ასევე უცნობია, თუ რაში ედება ბრალი დაკავებულს. ასეფი მესამე ჟურნალისტია, რომელიც ირანში ბოლო ორი კვირის მანძილზე დააკავეს. ორშაბათს ირანის ხელისუფლებამ, მიმდინარე წლის მანძილზე უკვე მეორედ, დახურა დამოუკიდებელი გაზეთი "შარგი".