თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოანი

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოანი და მისი ერაყელი კოლეგა ნური მალიკი შეთანხმდნენ, რომ
თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოანი და მისი ერაყელი კოლეგა ნური მალიკი შეთანხმდნენ, რომ
ერთად გადაწყვიტონ ქურთი სეპარატისტების პრობლემა ერაყში. ამის შესახებ ნური მალიკიმ კომენტარი გააკეთა 7 აგვისტოს, ანკარაში, სადაც ის ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ერდოანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მხარეები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ქურთების მშრომელთა პარტიამ ერაყში არსებობა შეწყვიტოს. ამ საკითხთან დაკავშირებით მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.