ჩრდილოეთი კორეა და სამხრეთი კორეა

ჩრდილოეთი კორეა და სამხრეთი კორეა აგვიტოს ბოლოს სამიტს გამართავენ, რაც იშვიათი მოვლენაა.
ჩრდილოეთი კორეა და სამხრეთი კორეა აგვიტოს ბოლოს სამიტს გამართავენ, რაც იშვიათი მოვლენაა.
როგორც იუწყებიან, 28-30 აგვისტოს ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში გაიმართება ამ ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ირისა და მისი სამხრეთკორეელი კოლეგის, რო მუ იუნის მოლაპარაკება. სამიტის ფონია დამაიმედებელი პროცესი კორეის ნახევარკუნძულზე, როცა ჩრდილოეთმა კორეამ მიიღო ზომები ბირთვული პროგრამისთვის ბოლოს მოსაღებად. ამ ზომებს შორის იყო გასულ თვეში ბირთვული რეაქტორის დახურვა უცხოეთიდან, დახმარების სახით, საწვავის მიღების სანაცვლოდ.