ერაყში 5 ამერიკელი ჯარსიკაცი დაიღუპა

ერაყში 5 ამერიკელი ჯარსიკაცი დაიღუპა, მათგან 3 - აფეთქების შედეგად.
ერაყში 5 ამერიკელი ჯარსიკაცი დაიღუპა, მათგან 3 - აფეთქების შედეგად.
ამერიკელი სამხედროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 4 ჯარისკაცი გუშინ იქნა მოკლული, ერთი კი დღეს. ბოლო დღე-ღამის მანძილზე ერაყში დაიღუპა ასევე, სულ ცოტა, 12 ერაყელი, მათ შორის ექსტრემისტი შიიტები. როგორც იუწყებიან, 16 000-მდე ამერიკელი და ერაყელი ჯარისკაცი მონაწილეობს ახალ ოპერაციაში დიალის რაიონში, ბაღდადის ჩრდილოეთით. ოპერაცია მიმართულია ბაკუბაზე იერიშისას ამ ქალაქიდან გაქცეული ექსტრემისტების წინააღმდეგ.