აზერბაიჯანმა 40 მლნ დოლარი გადაურიცხა

აზერბაიჯანმა 40 მლნ დოლარი გადაურიცხა საქართველოს
აზერბაიჯანმა 40 მლნ დოლარი გადაურიცხა საქართველოს
თურქეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის დასაფინანსებლად. აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს დღევანდელი განცხადებით, საქმე ეხება მშენებლობისთვის განკუთვნილი 220 მლნ დოლარის პირველ ტრანშს. აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა წელს თებერვალში გააფორმეს შეთანხმება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის შესახებ.