შვეიცარიის სასამართლო ხელისუფლებამ ყადაღა მოხსნა

შვეიცარიის სასამართლო ხელისუფლებამ ყადაღა მოხსნა ყველა ანგარიშს, რომელიც რუსულ კომპანია იუკოსს ეკუთვნის.
შვეიცარიის სასამართლო ხელისუფლებამ ყადაღა მოხსნა ყველა ანგარიშს, რომელიც რუსულ კომპანია იუკოსს ეკუთვნის.
საქმე ეხება თანხას, რომლის საერთო მოცულობა 165 –დან 248 მილიონ დოლარს აღწევს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ხუთშაბათს შვეიცარიის ფედერალურმა სასამართლომ მოსკოვს უარი უთხრა იუკოსის საქმეზე ინფორმაციის მიცემაზე. შვეიცარიელი მოსამართლეების თქმით, სისხლის სამართლის საქმე იუკოსის ხელმძღვანელობის მიმართ შეთითხნილია.