საქართველოს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ცეცხლი

საქართველოს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსულ სამხედრო თვითმფრინავს
საქართველოს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსულ სამხედრო თვითმფრინავს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა საააგენტო როიტერს უთხრა, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსულ სამხედრო თვითმფრინავს, რომელმაც ამ კვირაში კიდევ ერთხელ დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე. უტიაშვილის თქმით, ეს მოხდა 22 აგვისტოს სეპარატისტული აფხაზეთის რეგიონთან ახლოს, ზემო აფხაზეთში, სადაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გაიგონეს აფეთქების ხმა. თუმცა, საქართველოს წარმომადგენლის თქმით, მას არ შუეძლია დადასტურებით თქვას, ჩამოვარდა თუ არა საფრენი აპარატი. რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ამ განცხადებას რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია უწოდა.