ლიბანის ჩრდილოეთში, პალესტინელთა ბანაკიდან, რომელიც

ლიბანის ჩრდილოეთში, პალესტინელთა ბანაკიდან, რომელიც ლიბანის ჯარების ალყაში იმყოფება, ევაკუირებული არიან
ლიბანის ჩრდილოეთში, პალესტინელთა ბანაკიდან, რომელიც ლიბანის ჯარების ალყაში იმყოფება, ევაკუირებული არიან
ქალები და ბავშვები - დაახლოებით 60 ადამიანი. სამხედროები მზად არიან, დაიწყონ ბანაკის იერიში, რომელსაც, მათი მონაცემებით, 70-მდე მეამბოხე აფარებს თავს. რადიკალური პალესტინური ორგანიზაციის, "ფათჰ ალ-ისლამის" წინააღმდეგ ოპერაცია სამ თვეს გრძელდება. ვარაუდობენ, რომ დაჯგუფებას კავშირი აქვს ალ-ყაიდასთან. ბრძოლებში 300-მდე ადამიანი დაიღუპა. შეტაკებების პირველ დღეებში ბანაკი დატოვა დაახლოებით 40 ათასმა პალესტინელმა ლტოლვილმა.