ირანული წარმოშობის ამერიკელი მოქალაქე კიან

ირანული წარმოშობის ამერიკელი მოქალაქე კიან ტაჯბახში გათავისუფლებულია
ირანული წარმოშობის ამერიკელი მოქალაქე კიან ტაჯბახში გათავისუფლებულია
თეირანის ციხიდან. ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებული “ღია საზოგადოების” ინსტიტუტის თანამშრომელი კიან ტაჯბახში ტყვეობაში მაისის თვიდან იმყოფებოდა. ირანის ხელისუფლების მტკიცებით, მისი მოღვაწეობა საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხეობას. ირანელი მოსამსართლე, რომელიც ტაჯბახში საქმეს იხილავდა, გასულ კვირაში აცხადებდა, რომ გათავისუფლებისათვის სანაცვლოდ მას 100- ათასი დოლარის გირაოს გადახდა შესთვაზეს. კიან ტაჯბახში ჯერჯერობით ირანში რჩება.