საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა
ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხები. დავით ბაქრაძემ გუშინ დაიწყო კონსულტაციები გაეროში უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან. გარდა რუსეთის ელჩისა, ის შეხვდა გაერთიანებული სამეფოს მუდმივ წარმომადგენელს, აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს, გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს. კონსულტაციების პროცესში ქართულმა მხარემ წარმოადგინა აფხაზეთის კონლიქტის მოგვარების საკუთარი ხედვა, ისაუბრა რეალურ ვითარებაზე კონლიქტის რეგიონში. კონსულტაციების მიზანია გაეროს უშიშროების საბჭოში მომავალი რეზოლუციის მომზადების პროცესში მონაწილეობა.