ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ხავიერ სოლანა

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ხავიერ სოლანა ყაზახეთშია ჩასული
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ხავიერ სოლანა ყაზახეთშია ჩასული
შუა აზიაში მიმდინარე ტურნეს ფარგლებში. მისი მოგზაურობის მიზანია რეგიონსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის განმტკიცება, უწინარეს ყოვლისა, ენერგორესურსების სფეროში. ყაზახეთში სოლანამ გამოთქვა ევროკავშირის მხარდაჭერა ტრანს-კასპიური გაზსადენის მშენებლობის მიმართ. სამშაბათს სოლანა თურქმენეთში იმყოფებოდა.