პაკისტანში მიმდინარე კვირაში მომხდარი შეტაკებებისას

პაკისტანში მიმდინარე კვირაში მომხდარი შეტაკებებისას დაახლოებით 50 დაქირავებული უცხოელი მებრძოლი
პაკისტანში მიმდინარე კვირაში მომხდარი შეტაკებებისას დაახლოებით 50 დაქირავებული უცხოელი მებრძოლი
დაიღუპა. პაკისტანის სარდლობის ცნობით, დაღუპულთა შორისაა 25 უზბეკი, ასევე - არაბები, ავღანელები და ტაჯიკები. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ირწმუნება, შეტაკებებმა მშვიდობიანი ადამიანების სიცოცხლეც იმსხვერპლა. პაკისტანის შეიარაღებული ძალების ცნობით, ბოლო კვირის მანძილზე ქვეყანაში 200 მეამბოხე ისლამისტი მებრძოლი მოკლეს.