აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი მხარს უჭერს ბრიტანეთის გადაწყვეტილებას - გაანახევროს თავისი
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი მხარს უჭერს ბრიტანეთის გადაწყვეტილებას - გაანახევროს თავისი
სამხედრო კონტიგენტი ერაყში. ბრიტანეთი აპირებს მომავალი წლის გაზაფხულისთვის ერაყში დაახლოებით მხოლოდ 2500 ჯარისკაცი დატოვოს. რობერტ გეიტსის თქმით, სამხედრო კონტიგენტის შემცირების გეგმა ბრიტალეთმა აშშ-ის სამხედრო სარდლობასთან ერთად შეიმუშავა. ასეთი განცხადება მან გააკეთა ბრიტანელ კოლეგასთან დეს ბრაუნთან შეხვედრის შემდეგ, ლონდონში.