აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერებს მოუწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერებს მოუწოდა, შეხვდნენ ტიბეტელი ბუდისტების ლიდერს,
აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერებს მოუწოდა, შეხვდნენ ტიბეტელი ბუდისტების ლიდერს,
დალაი ლამას. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დალაი ლამა მოიხსენია "მშვიდობისა და ტოლერანტობის” უნივერსალურ სიმბოლოდ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, სადაც 72 წლის დალაი ლამას მიანიჭეს პრესტიჟული ჯილდო - კონგრესის ოქროს მედალი. ჩინეთი დალაი ლამას ტიბეტელ სეპარატისტად მიიჩნევს, რის გამოც წინასწარვე გამოთქვამდა პროტესტს ვაშინგტონში გამართული ცერემონიის გამო.