ოთხი ავღანელი ჯარისკაცი და ერთი

ოთხი ავღანელი ჯარისკაცი და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად
ოთხი ავღანელი ჯარისკაცი და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად
აღმოსავლეთ ავღანეთის პროვინცია პაკტიკაში, პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს. თვითმკვლელის სამიზმეს წარმოადგენდა ამერიკული კოალიციისა და ავღანეთის ერთობლივი სამხედრო ბაზა. თვითმკვლელმა, რომელსაც ადგილობრივი არმიის უნიფორმა ეცვა, თავი ბაზაში შესასვლელ საკონტროლო პუნქტთან აიფეთქა. დაიჭრა 6 ადამიანი. გავრცელებული ცნობით, მიმდინარე წელს თვითმკვლელებმა, სავარაუდოდ – თალიბებმა, ავღანეთში 100-ზე მეტი აფეთქება მოაწყვეს.