ერაყის ქალაქ ბაყუბაში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა

ერაყის ქალაქ ბაყუბაში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა პოლიციის საწვრთნელ ბანაკთან,
ერაყის ქალაქ ბაყუბაში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა პოლიციის საწვრთნელ ბანაკთან,
მოკლა სულ ცოტა 27 ახალწვეული, დაჭრა 20-ზე მეტი. ოფიციალური ინფორმაციით, მოიერიშე ველოსიპედით იყო და პოლიციის ახალწვეულებზე თავდასხმა მოაწყო მაშინ, როცა ისინი ბანაკში შესასვლელად რიგში იდგნენ. იერიშს ერაყში მოქმედი "ალ-ყაიდის" ხელწერა ეტყობა: ეს ორგანიზაცია მიზანმიმართულად ახორციელებს იერიშებს პოლიციისა და არმიის ახალწვეულების წინააღმდეგ, რათა ერაყელებს გადააფიქრებინოს არმიასა და პოლიციაში მუშაობა.