სულ ცოტა 60 ადამიანი დაიღუპა

სულ ცოტა 60 ადამიანი დაიღუპა დღეს ავღანეთის დასავლეთსა და სამხრეთში მომხდარი შეტაკებებისას.
სულ ცოტა 60 ადამიანი დაიღუპა დღეს ავღანეთის დასავლეთსა და სამხრეთში მომხდარი შეტაკებებისას.
დასავლეთის პროვინცია ფარაჰში ასობით თალიბმა მიიტანა იერიში პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრ ღულისტანზე. ბრძოლის შემდეგ პოლიციამ დატოვა ქალაქი. დაიღუპა 30-მდე თალიბი, აგრეთვე სამი პოლიციელი და შვიდი სამოქალაქო პირი. სამხრეთში, პროვინცია ყანდაარში კი ნატოსა და ავღანეთის ჯარები თალიბების პოზიციებზე შეტევას ახორციელებენ. მოკლულია 20-ზე მეტი თალიბი.