საქართველოს გენერალური პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით


საქართველოს გენერალური პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს შალვა ნათელაშვილს და პარტია ,,თავისუფლების” ლიდერის კონსტანტინე გამსახურდიას ძმას, ცოტნე გამსახურდიას წარედგინებათ ჯაშუშობისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებები. მათ საწინააღმდეგო ერთ-ერთ მტკიცებულებად პროკურატურა გამოიყენებს სატელეფონო საუბრების ჩანაწერს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ შვიდ ნოემბერს გაავრცელა. ლეიბორისტული პარტიის ცნობით, შალვა ნათელაშვილის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას, ის ამჟამად საქართველოში არ იმყოფება