ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან პარლამენტის თავმჯდომარისა


ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან პარლამენტის თავმჯდომარისა და უმრავლესობის წევრების პოლიტიკური მოლაპარაკება 19 საათზე, პარლამენტის შენობაში დაიწყება. ამ გადაწყვეტილებამდე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე ოპოზიცია ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას მოითხოვს.