აშშ და გერმანია განაგრძობენ ძალისხმევას


აშშ და გერმანია განაგრძობენ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ირანის ბირთვული კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარებისკენ. ამის შესახებ გამოაცხადეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ტეხასის შტატში, ბუშის რანჩოზე გამართული შეხვედრის შემდეგ მოეწყო.