შეერთებულმა შტატებმა კვლავ გამოთქვა შეშფოთება

შეერთებულმა შტატებმა კვლავ გამოთქვა შეშფოთება აზერბაიჯანში
შეერთებულმა შტატებმა კვლავ გამოთქვა შეშფოთება აზერბაიჯანში
შეერთებულმა შტატებმა კვლავ გამოთქვა შეშფოთება აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობის გამო და განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს დამოუკიდებელ და ოპოზიციურ მედიაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი შონ მაკკორმაკი ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაიცვას სიტყვის თავისუფლება და კანონის უზენაესობა და ხელი შეუწყოს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის განვითარებას. განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ორ ჟურნალისტზე, რომელთაც მათი მუშაობისთვის მიუსაჯეს სასჯელი.