საფრანგეთში საბოტაჟის რამდენიმე კოორდინირებული აქტი

საფრანგეთში საბოტაჟის რამდენიმე კოორდინირებული აქტი განხორციელდა
საფრანგეთში საბოტაჟის რამდენიმე კოორდინირებული აქტი განხორციელდა
სწრაფმავალი მატარებლების ქსელზე, რამაც მთელს საფრანგეთში დააყოვნა მგზავრების მომსახურება, ისედაც შეზღუდული ტრანსპორტის სფეროში უკვე 8 დღე მიმდინარე გაფიცვის შედეგად. სარფანგეთის რკინიგზის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, საბოტაჟის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს და დააზიანეს შუქნიშნების სისტემის 230-კილომეტრიანი მონაკვეთი დასავლეთში და დაწვეს საკომუნიკაციო სისტემა აღმოსავლეთში. მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა საბოტაჟის მოწყობაში დაადანაშაულა გაფიცვის რადიკალურად განწყობილი მონაწილეები და განაცხადა, რომ პოლიცია მათ დაეძებს.