სირიამ დღეს მიიღო ვაშინგტონის მიპატიჟება

სირიამ დღეს მიიღო ვაშინგტონის მიპატიჟება ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო კონეფერენციაზე,
სირიამ დღეს მიიღო ვაშინგტონის მიპატიჟება ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო კონეფერენციაზე,
რომელიც მომავალ კვირაში გაიმართება აშშ-ის მერილენდის შტატში. სირიის თანახმად, მან თანხმობა მას შემდეგ განაცხადა, რაც დღის წესრიგში იხილა, რომ გათვალისწინებულია სირია -ისრაელის სამიშივდობო მოლაპარაკებაც, რომელიც ისრაელის მიერ დაპყრობილ გოლანის მაღლობებს შეეხება. კონფერენციაში 50-მდე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. იუწყებიან, რომ ისრაელის პრემიერ მინისტრი ეჰუდ ოლმერტი და პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელი მაჰმუდ აბასი აშშ-ში ჩავიდნენ. ღაზის სექტორში შეტაკების შედეგად ისრაელის სამხედროთა და პალესტინელ მეამბოხეთა შორის ორი პალესტინელი დაიღუპა. ერთი მათგანი “ისლამური ჯიჰადის წევრი” იყო, მეორე - სახალხო წინააღმდეგობის კომიტეტისა”.