ნატოს სამშვიდობო კონტიგენტი და ავღანეთის

ნატოს სამშვიდობო კონტიგენტი და ავღანეთის ადგილობრივი სამხედრო შენაერთები, სამხედრო
ნატოს სამშვიდობო კონტიგენტი და ავღანეთის ადგილობრივი სამხედრო შენაერთები, სამხედრო
ვერტმფრენების დახმარებით, ახორციელებენ მასშტაბურ ოპერაციას. ოპერაციის მიზანია სამხრეთ ავღანეთის ქალაქ მუსა ყალას დაბრუნება, რომელიც თალიბებმა მიმდინარე წლის დასაწყისში დაიკავეს. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, გენერალ ზაჰირ აზიმის ინფორმაციით, მუსა ყალა ალყაშია მოქცეული და ხორციელდება საჰაერო დარტყმები. ზაჰირ აზიმის თქმით, შტურმს 2 ბავშვის სიკვდილი მოჰყვა. მოკლულია 12 მეამბოხე. როგორც ვარაუდობენ, სამხედრო ოპერაცია რამდენიმე დღეს გასტანს.