ბეირუთში მომხდარ აფეთქებას ოთხი ადამიანი

ბეირუთში მომხდარ აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის იყო არმიის გენერალი ფრანსუა ალ-ჰაჯი,
ბეირუთში მომხდარ აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის იყო არმიის გენერალი ფრანსუა ალ-ჰაჯი,
რომლისთვისაც იყო გამიზნული ბომბი. აფეთქება მოხდა პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც იტყობინებიან, ალ-ჰაჯს უნდა შეეცვალა არმიის სარდალი, გენერალი მიშელ სულეიმანი, რომლის წამოყენებაც სურს მმართველ კოალიციას და ოპოზიციას ლიბანის შემდეგი პრეზიდენტის კანდიდატად. პოლიციის თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანის ქვეშ იყო დამონტაჟებული.