ნატო არ აპირებს ახლო მომავალში

ნატო არ აპირებს ახლო მომავალში ავღანეთიდან ჯარების გაყვანას
ნატო არ აპირებს ახლო მომავალში ავღანეთიდან ჯარების გაყვანას
მიუხედავად ვითარების გაუმჯობესებისა ამ ქვეყანაში. ამ შინაარსის განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა გააკეთა ტოკიოში, სადაც შეხვედრებს მართავს იაპონიის უმაღლესი რანგის ოფიციალურ წარმომადგენლებთან იაპონიის მიერ ავღანეთში კოალიციური ჯარების მხარდაჭერის საკითხზე. აქამდე იაპონია ავღანეთში მიმდინარე ოპერაციას ეხმარება სამხედრო-საზღვაო მისიით ინდოეთის ოკეანეში. მისიის განვრცობას იაპონიის ოპოზიციური ძალები ეწინააღმდეგებიან.