პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი

პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ერთი დღით ეწვია ერაყში განთავსებულ პოლონელ ჯარისკაცებს.
პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ერთი დღით ეწვია ერაყში განთავსებულ პოლონელ ჯარისკაცებს.
ბაღდადის სამხრეთით, 130 კილომეტრში მდებარე დივანიას ბანაკში უშიშროების მკაცრი ზომები იყო მიღებული. პოლონელებს ერაყში, დაახლოებით, 900-კაციანი კონტინგენტი ჰყავთ. ტუსკის მთავრობას სურს კონტინგენტის გაყვანა მომავალ წელს, საამისოდ მან სამშაბათს პრეზიდენტს სთხოვა, დაამტკიცოს გეგმა, რომელიც ერაყიდან პოლონელი ჯარისკაცების მომავალი წლის 31 ოქტომბრამდე გაყვანას ითვალისწინებს.