რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს დაადებს სერბიის ოლქის - კოსოვოს -დამოუკიდებლობის ყოველგვარ მცდელობას. სერგეი ლავროვმა ეს განუცხადა რუსეთის გაზეთ “ვრემია ნოვოსტეის”. ლავროვმა თქვა, რომ საჭიროა გეაეროს უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუცია კოსოვოსთან დაკავშირებით. რუსეთი სერბიის მხარესაა და მიიჩნევს, რომ ალბანელებით დასახლებულ ამ ოლქს ავტონომია, მაგრამ არა დამოუკიდებლობა უნდა მიენიჭოს.