ესპანეთის მეფე დღეს მოულოდნელად ეწვია

ესპანეთის მეფე დღეს მოულოდნელად ეწვია ავღანეთში განთავსებულ ესპანელ ჯარისკაცებს.
ესპანეთის მეფე დღეს მოულოდნელად ეწვია ავღანეთში განთავსებულ ესპანელ ჯარისკაცებს.
როგორც იუწყებიან, მეფე ხუან კარლოსმა, რომელიც, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ესპანეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალიც არის, ბედნიერი ახალი წელი უსურვა ჰერათის პროვინციაში განთავსებულ ბაზაზე მყოფ 700-მდე ჯარისკაცს. ისინი ნატოს სარდლობას დაქვემდებარებული მრავალეროვანი ძალების შემადგენლობაში მსახურობენ. 2002 წლის შემდეგ ავღანეთში 74 ესპანელი ჯარისკაცია დაღუპული.