ამერიკის სარდლობამ დღეს დაადასტურა ინფორმაცია

ამერიკის სარდლობამ დღეს დაადასტურა ინფორმაცია, რომ 26 დეკემბერს ერაყელმა ჯარისკაცმა ორი ამერიკელი
ამერიკის სარდლობამ დღეს დაადასტურა ინფორმაცია, რომ 26 დეკემბერს ერაყელმა ჯარისკაცმა ორი ამერიკელი
სამხედრო მოკლა. მანამდე ამ ფაქტის შესახებ მხოლოდ ერაყის შეიარაღებული ძალები იუწყებოდა. ამერიკის სარდლობის მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევა ჩრდილოეთ ბაღდადში, ერთობლივი პატრულირებისას მოხდა. მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია. ერაყელმა ჯარისკაცმა მოკლა ამერიკის სამხედრო ძალების კაპიტანი და სერჟანტი. ინციდენტის შედეგად დაიჭრა კიდევ სამი ამერიკელი სამხედრო და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.