პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი ოპოზიციის

პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი ოპოზიციის ლიდერის ბენაზირ ბჰუტოს სიკვდილს თავად მის
პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი ოპოზიციის ლიდერის ბენაზირ ბჰუტოს სიკვდილს თავად მის
გაუფრთხილებლობას მიაწერს. ამერიკის ტელე-პროგრამისთვის "60 წუთისთვის" მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა მუშარაფმა განაცხადა, რომ თავდასხმის დროს ბჰუტო არ იმყოფებოდა ავტომანქანაში და ამით რისკის ქვეშ აყენებდა საკუთარ სიცოცხლეს. პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ქალს აფეთქებამდე ტყვიაც მოხვდა. თუმცა მანამდე მუშარაფის ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ბენაზირ ბჰუტოსთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან არავის უსვრია. 27 დეკემბერს მოკლული ოპოზიციონერის მეუღლე, ასიფ ალი ზარდარი, მომხდარში პაკისტანის ხელისუფლებას ადანაშაულებს.