პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, საერთაშორისო

პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, საერთაშორისო წყლებში მოხდა ინციდენტი,
პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, საერთაშორისო წყლებში მოხდა ინციდენტი,
რომელშიც ირანისა და აშშ-ის გემები იყვნენ გახვეული. ოფიციალური ინფორმაციით, ხუთი ირანული კატარღა მიუახლოვდა აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების სამ გემს ჰორმუზის ყურეში და მიაწოდა ინფორმაცია, რომელშიც აფეთქების მუქარა იყო გამოთქმული. ამ წყაროს ცნობით, სროლას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ აშშ-ის ერთ-ერთი გემის კაპიტანი უკვე აპირებდა სროლის შესახებ განკარგულების გაცემას, როცა ირანის ხომალდები უკან გატრიალდნენ. ირანი არ მიიჩნევს საჭიროდ ინციდენტისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭებას, რადგან საქმე ეხებოდა გემების იდენტიფიცირებისას დაშვებულ შეცდომას.