ინდონეზიის ყოფილი პრეზიდენტი სუჰარტო კრიტიკულ

ინდონეზიის ყოფილი პრეზიდენტი სუჰარტო კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება
ინდონეზიის ყოფილი პრეზიდენტი სუჰარტო კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება
- აცხადებენ მისი ექიმები ჯაკარტის საავადმყოფოში. ჰაჯი მოჰამედ სუჰარტო, რომელიც ამჟამად 86 წლისაა, ინდონეზიას 32 წლის მანძილზე მართავდა. ის ხელისუფლების სათავეში 1966 წელს მოვიდა ანტიკომუნისტური დემონსტრაციების ტალღაზე და ექვჯერ იქნა ხელახლა არჩეული პრეზიდენტად. მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანაში დამყარდა ავტორიტარული ხელისუფლების რეჟიმი სახელმწიფოს საქმიანობის ყველა სფეროში სამხედროების დომინირებით.