86 წლის ასაკში გარდაიცვალა ინდონეზიის

86 წლის ასაკში გარდაიცვალა ინდონეზიის ყოფილი პრეზიდენტი სუჰარტო,
86 წლის ასაკში გარდაიცვალა ინდონეზიის ყოფილი პრეზიდენტი სუჰარტო,
რომელიც 32 წელი მართავდა ამ ქვეყანას. ის სამი კვირის წინ, მძიმე მდგომარეობაში მოათავსეს ჯაკარტის საავადმყოფოში. სუჰარტოს მიაკუთვნებენ აზიის მეოცე საუკუნის არადემოკრატიულ მმართველებს. ის 1998 წელს გადადგა მასობრივი გამოსვლების, დემოკრატიზაციის მომხრეთა დემონსტრაციების შედეგად. თუმცა, სუჰარტოს ინდონეზიაში ჰყავს მომხრეებიც, რომლებიც მიუთითებენ მის როლზე ინდონეზიის ეკონომიკურ გაძლიერებაში.