სულ ცოტა 34 ადამიანი დაიღუპა

სულ ცოტა 34 ადამიანი დაიღუპა დასავლეთ კენიაში მომხდარი ეთნიკური შეტაკებების
სულ ცოტა 34 ადამიანი დაიღუპა დასავლეთ კენიაში მომხდარი ეთნიკური შეტაკებების
შედეგად. კენიაში არეულობა არ ცხრება მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მიაღწიეს შეთანხმებას 4-პუნქტიანი დოკუმენტის გარშემო, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევას ისახავს მიზნად. კენიაში არეულობა მოჰყვა დეკემბერში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს. ამ ხნის მანძილზე ქვეყანაში რამდენიმე ასეული ადამიანი მოკლეს.