ავღანეთის სამხრეთში ნაღმზე აფეთქებას შვიდი

ავღანეთის სამხრეთში ნაღმზე აფეთქებას შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავღანეთის სამხრეთში ნაღმზე აფეთქებას შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პროვინცია ჰელმანდის გუბერნატორმა, მოჰამედ ანდივალმა განაცხადა, რომ ნაღმზე ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა ოჯახი, მათ შორის ორი ბავშვი. ორი პოლიციელი დაიღუპა ყანდაარის პროვინციაში. ისინიც ნაღმზე აფეთქდნენ. თალიბანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პოლიციელების აფეთქებისთვის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე თალიბები იღებენ.