ევროპაში არჩევნების მეთვალყურე წამყვანი ორგანიზაცია

ევროპაში არჩევნების მეთვალყურე წამყვანი ორგანიზაცია დელეგაციას აგზავნის რუსეთში
ევროპაში არჩევნების მეთვალყურე წამყვანი ორგანიზაცია დელეგაციას აგზავნის რუსეთში
2 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ვარშავაში დაფუძნებული "დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის" პრეს-მდივან კარტის ბადენის განცხადებით, ოთხწევრიანი დელეგაცია დღეს ჩადის მოსკოვში. 15 მეთვალყურე კი (მათ ვიზებზე განაცხადები უკვე აქვთ შეტანილი) პარასკევს ჩავა რუსეთში, შეძლებისდაგვარად მასშტაბური სამეთვალყურეო მისიის მომზადების ხელშესაწყობად. როგორც ბადენმა აღნიშნა, ეუთო კვლავინდებურად მოითხოვს 70-კაციანი სამეთვალყურეო მისიის განთავსებას რუსეთში 15 თებერვლისთვის, მაშინ როცა რუსული მხარე საამისოდ 20 თებერვალს სთავაზობს.