სულ ცოტა 4 ადამიანი დაიღუპა

სულ ცოტა 4 ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა დღეს მომხდარი 2 აფეთქების შედეგად ჩრდილოეთ ერაყში.
სულ ცოტა 4 ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა დღეს მომხდარი 2 აფეთქების შედეგად ჩრდილოეთ ერაყში.
თვითმკვლელებმა თავი აიფეთქეს ქალაქ ტალ-აფარში, შიიტური მეჩეთის შესასვლელთან. იქ შეკრებილი ხალხი პარასკევის ლოცვის დაწყებას ელოდებოდნენ. ვითარება ჩრდილოეთ ერაყში კვლავაც დაძაბულია, მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელი ზაფხულის შემდეგ 60 პროცენტით შემცირდა ქვეყნის მასშტაბით მომხდარი ტერაქტების საერთო რიცხვი.