რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო საქმეთა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გამორიცხავს რუსეთის მიერ
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გამორიცხავს რუსეთის მიერ
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, კოსოვოს მაგალითით. "როგორცკი ჩვენ ვაღიარებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, ჩვენ გამოვიწვევთ ძალიან სერიოზულ კრიზისს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელსაც თავისი კოსოვო და თავისი აფხაზეთი აქვს, ამ სიტუაციას საკუთარ თავზე გადაიტანენ და სერიოზულად განაწყენდებიან რუსეთზე", - აღნიშნა კონსტანტინ კოსაჩოვმა 19 თებერვალს, რუსეთის ტელევიზიით გამოსვლისას. საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საერთაშორისო კანონმდებლობის თვალსაზრისით, რუსეთი აღიარებს "საქართველოს მის ტერიტორიულ საზღვრებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით."