სერბიის კოსოვოს საკითხთა მინისტრი კოსოვოში

სერბიის კოსოვოს საკითხთა მინისტრი კოსოვოში ჩავიდა და
სერბიის კოსოვოს საკითხთა მინისტრი კოსოვოში ჩავიდა და
სერბულ უმცირესობას შეხვდა. სლობოდან სამარდზიჩი გაეროს საგანგებო წარგზავნილს, იაოხიმ რიუკერსაც მოელაპარაკა. კოსოვოს პრემიერ-მინისტრის ალბანელმა მოადგილე ჰაირედინ კუჩიმ სამარდზიჩის ვიზიტს უწოდა სერბიის “პროვოკაცია”. გაეროს წარმომადგენლები ფიქრობდნენ, რომ მინისტრს კოსოვოსში არ შეუშვებდნენ, მაგრამ ბოლოს, აზრი შეიცვალეს.
კოსოვოდან იუწყებიან, რომ 19 კოსოვოელი პოლიციელი დაშავდა, როცა მათ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ქვები და ბოთლები დაუშინეს სერბებმა, რომლებმაც კოსოვოს დამოუკიდებლობის მიმართ პროტესტი გამოხატეს.
სერბია თავისი ოლქის დამოუკიდებლობას არ სცნობს.