რუსეთის სახელმწიფო დუმა 21 მარტს

რუსეთის სახელმწიფო დუმა 21 მარტს განიხილავს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის
რუსეთის სახელმწიფო დუმა 21 მარტს განიხილავს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის
სტატუსთან დაკავშირებულ განცხადებას – ამ შინაარსის კომენტარი გააკეთა დღეს სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ბორის გრიზლოვმა. გასულ კვირაში ამ თემასთან დაკავშირებით რუსეთის სათათბიროში საგანგებო მოსმენა შედგა. გავრცელებული ცნობით, ბორის გრიზლოვმა გამოხატა შეშფოთება საქართველოს ნატოსთან დაახლოების პროცესთან მიმართებით.