ნატოს ჯარისკაცებმა შეცდომით მოკლეს ავღანელი

ნატოს ჯარისკაცებმა შეცდომით მოკლეს ავღანელი პოლიციელი და დაჭრეს კიდევ ერთი.
ნატოს ჯარისკაცებმა შეცდომით მოკლეს ავღანელი პოლიციელი და დაჭრეს კიდევ ერთი.
ვრცელდება ცნობა, რომ სამხედროებს პოლიციელები მეამბოხეებში აერიათ. ნატოს სარდლობა ადასტურებს, რომ ინციდენტი ოთხშაბათს ღამით მოხდა, სამხრეთ ავღანეთის ქალაქ ლაშკარ გაჰში. ნატოს სამშვიდობო კონტინგენტი გამოხატავს წუხილს ამ უბედური შემთხვევის გამო. ეს არ არის პირველი ასეთი ინციდენტი ბოლო თვეების მანძილზე.