პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფის განცხადებით

პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფის განცხადებით,
პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფის განცხადებით,
პაკისტანში "დემოკრატიის ერა" დაიწყო. ასეთი განცხადება პრეზიდენტმა გააკეთა მას შემდეგ, რაც 22 მარტს მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წამოაყენეს იუსაფ რაზა გილანის კანდიდატურა. ის მოკლული ოპოზიციონერი ქალის ბენაზირ ბჰუტოს ყოფილი პარტიის -"პაკისტანის სახალხო პარტიის" - თავმჯდომარის მოადგილეა. სავარაუდოდ, მას პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცებენ ორშაბათს, საკანონმდებლო ორგანოს საგანგებო სხდომაზე. პაკისტანის კოალიციური მთავრობა პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფს უპირისპირდება. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მან პაკისტანი "განვითარებისა და წინსვლის გზაზე" დააყენა.