საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, კრასნოიარსკში რუსეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, კრასნოიარსკში რუსეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა
ანგარიშით 18:12 და ევროპის ერთა თასს დაეუფლა. “ბორჯღალოსნებსა" და "დათვებს" შორის გამართული შეხვედრა თოვლიან მოედანზე, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში შედგა. მატჩი ემოციური და დაძაბული იყო. "ბორჯღალოსნებმა" 2 ლელო დადეს. საქართველოს ხელისუფლებამ, მადლიერების ნიშნად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 100 ათასი ლარით დააჯილდოოს. გადაწყვეტილება დღეს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ გაახმოვანა.