სერბიის მთავრობა აპირებს ადგილობრივი

სერბიის მთავრობა აპირებს ადგილობრივი
სერბიის მთავრობა აპირებს ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნები კოსოვოშიც გამართოს.
დადგენილება ამის შესახებ გამოქვეყნდა ორშბათს. გეგმით, კოსოვოს 11 მუნიციპალიტეტში, ასევე დედაქალაქ პრიშტინაში, გაიმართება არჩევნები 11 მაისს, ისევე როგორც სერბიაში საპარლამენტო არჩევნები. გაეროს წარმომადგენელმა კოსოვოში განაცხადა, რომ სერბიას არ აქვს იქ არჩევნების გამართვის უფლება, რადგან ამის ნება მხოლოდ გაეროს აქვს. სერბია კოსოვოს, რომელმაც ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა, კვლავ თავის ოლქად მიიჩნევს.