პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სეპარატისტული

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მიმართ
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მიმართ
რუსეთის პოზიციას ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფად აფასებს და საერთაშორისო თანამეგობრობისგან დიპლომატიური ქმედებების განხორციელებას ითხოვს. როგორც სააკაშვილმა დღეს, სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რუსეთის ქმედება მკაფიო დაფიქსირებაა იმისა, რომ ეს იყო პროვოკაციული ნაბიჯი. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს საქართველოს სვლას გახდეს დემოკრატიული და ერთიანი სახელმწიფო და ეს განახორციელოს მშვიდობიანად. ,,ჩვენ ისევ გავაგრძელებთ მუშაობას რუსეთთან და მოვითხოვთ ყველა იმ საკითხის გადახედვას, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს”, - აღნიშნა მან.