მინსკში შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა

მინსკში შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა განცხადება,
მინსკში შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა განცხადება,
რომელშიც ის ბელორუსიის მოთხოვნას, საელჩომ თანამშრომელთა რიცხვი ხუთ დიპლომატამდე შეამციროს, ”უპრეცედენტოს და გაუმართლებელს” უწოდებს. შეერთებულ შტატებსა და ბელორუსიას შორის მზარდი დიპლომატიური კონფლიქტი შეინიშნება, რომელიც გაამძაფრა შეერთებული შტატების გადაწყვეტილებამ, სანქციები დაეწესებინა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ ნავთობკომპანია ბელნეფტეხიმისთვის. სანქციები სადამსჯელო ხასიათისაა, და პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას ადმინისტრაციის მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე განხორციელებული ზეწოლის გამო დაწესდა.